LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას მხარდაჭერიდან მელიას სოლიდარობამდე და 16 ტროლი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ

3921
BeFunky-collage (29)

“სახელისუფლებო ტროლების ნაწილი შეეცადა, პრემიერის გადადგომა უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივ ქმედებად და ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დასხმად შეეფასებინა,” – ამის შესახებ ინფორმაციას მითების დეტექტორი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცალსახა დისკრედიტაციის კამპანია გიორგი გახარიას მიმართ არ გამოკვეთილა, თუმცა 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა, ხოლო ხელისუფლებისა და პოლიტიკური ექსპერტების წრეებში ამ ნაბიჯმა დაბნეულობა გამოიწვია.

მითების დეტექტორის ინფორმაციით, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგი: #მემხარსვუჭერგიორგიგახარიას, ასევე შეიქმნა ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი ანგარიშები (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს) და საჯარო ჯგუფები, რომლებშიც აქტიურად ზიარდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია ახალი პარტიის შექმნას და მესამე ძალად ჩამოყალიბებას აპირებს. ჯგუფში “ჩვენი მხარდაჭერა გახარიას!” თავდაპირველად სატირული პოსტებიც ზიარდებოდა, თუმცა 22 თებერვლის მონაცემებით, მასში ახლადშექმნილი ჯგუფებიდან ყველაზე მეტი – 2000 მხარდამჭერია მობილიზებული. ამ ჯგუფებს უმეტეს შემთხვევაში ყალბი ანგარიშები მართავენ.

18 თებრვლიდან გახარიას მხარდამჭერი 9 (ამ დროისთვის ერთ-ერთი მათგანი წაშლილია, ერთს კი სახელი აქვს შეცლილი) ახალი ჯგუფი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მხარდამჭერ ჯგუფს (გიორგი გახარიას მხარდამჭერების ჯგუფი), რომელიც 20 თებერვალს შეიქმნა და 1 100 ადამიანს აწევრიანებდა, 23 თებერვალს სახელი შეეცვალა და “სოლიდარობა ნიკა მელიას” გახდა. ამავე დღეს ჯგუფმა სახელი მეორედ შეიცვალა და “პოლიტNews”-ად იქცა.

ჩვენი მხარდაჭერა გახარიას ! შეიქმნა 2021 წლის 18 თევერვალს               ყალბი ანგარიშები: Maria Smith,სისონა დარჩია

                                                                         

გიორგი გახარიას მხარდამჭერების ჯგუფი შეიქმნა 2021 წლის 20 თებერვალს. 23 თებერველს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა: ჯერ სოლიდარობა ნიკა მელიას დაირქვა, შემდეგ პოლიტNews გახდა.   ყალბი ანგარიშები: Vakhtang Kvaratskheliaთინა კანდელაკი

                       

გიორგი გახარიას მხარდამჭერები შეიქმნა 2021 წლის 18 თებერვალს. ყალბი ანგარიშები: Lasha JugeliQeti Beridze – ახალშექმნილი პროფილი, იპარავს ფოტოს, რომლსაც სოც ქსელებში ბევრი იყენებს; ზაქარია ბარნაბიშვილი – ახალშექმნილი პროფილი; თამარ ალასანია – არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს.
ლეილა ცინაძე-მელიქიძე – ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერი.

                         

გახარია დაბრუნდი ! შეიქმნა 2021 წლის 18 თეერვალს. ყალბი ანგარიში: მარიამ წიკალური – პროფილის url ბმულში მითითებულია სახელი samzareuloschurcheli, ნათია ნათია  ყალბი პროფილი.

                

მხარდაჭერა გიორგი გახარიას შეიქმნა 2021 წლის 18 თებერვალს. Giorgi Kemularia პროფილის ფოტოს მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

            

გახარიას გუნდი შეიქმნა 2021 წლის 22 თებერვალს. 25 თებერვლისთვის ჯგუფი წაშლილია. თიკა გურული

დაბრუნდეს გიორგი გახარია შეიქმნა 2021 წლის 24 თებერვალს. Alexander Patsatsia

 

მითების დეტექტორის ინფორმაციით, ვრცელდებოდა დასპონსორებული პოსტიც, თითქოს გახარიას 20 ივნისი აპატიეს.

“21 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “IPhone თაობა” გამოაქვეყნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას ფოტო, შეცდომაში შემყვანი ტექსტით, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მელიას არდაჭერის გამო გახარიას 20 ივნისის მოვლენებს პატიობენ, თუმცა არ ჩანს, თუ ვის ეკუთვნის ტექსტი, რომელშიც წერია: “ძალიან დიდი მადლობა გახარიას ნიკა მელიას გადარჩენისთვის. ამით მან 20 ივნისის ცოდვაც გამოისყიდა! მე ვპატიობ გახარიას 20 ივნისს! გააზიარეთ!” პოსტი, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, დასპონსორებულია და 22 თებერვლის 11:00 საათის მდგომარეობით 90 გაზიარება და 68 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

გვერდი IPhone თაობა 2018 წლის 10 სექტემბერს არის შექმნილი, მართავს იმავე სახელწოდების ჯგუფს, სადაც ზემოაღნიშნული ფოტო ასევე აქვს გაზიარებული. გვერდს 13 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ძირითადად აქვეყნებს მიმებს და გასართობი ხასიათის ვიდეოებს. გარდა ამისა გაზიარებული აქვს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტებიც. გვერდის კონტენტი ძირითადად შერეული ხასიათისაა, თუმცა Ad Library-ში გახარიასთან დაკავშირებული პოსტის გარდა სხვა დასპონსორებული პოსტი არ იძებნება.

მიღების დეტექტორის ინფორმაციით, ყალბი ანგარიში მარიამ შონია (პროფილის ბმულში მითითებულია სახელი george.aysga) ჯგუფში Umedia ქლიქბაიტ საიტიდან (Gifsat.com), რომლის IP მისამართად რუსეთია რეგისტრირებული, აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს გახარია ახალი პარტიის შექმნას აპირებს.

Umedia-ში სისტემატიურად ვრცელდება გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაცია და მხარდამჭერი პოსტები.

“მითების დეტექტორმა” 16 ტროლი გამოავლინა, რომელებიც გიორგი გახარიას ქმედებას, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად, მეორე მხრივ კი, ნაციონალური მოძრაობის პოზიციების გამყარებად აფასებდნენ.

  • 16-დან 5 ტროლს, რომელიც საკუთარ იდენტობას მალავს, პროფილის მისამართში შეცვლილი დასახელება აქვს მითითებული.
  • 16-დან 11 ტროლს მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტელევიზიის, Pos TV-ის გვერდები.

ტროლები გახარიას გადადგომას აკრიტიკებდნენ და მთავრობას მხარს უჭერდნენ. ზოგიერთი მათგანი გახარიას ნაბიჯს ნაციონალების პოზიციების აღდგენის ტოლფასად თვლიდა და ამბობდა, რომ ეს მართლმსაჯულებას ავნებს.

ტროლების მსგავსად გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა სახელისუფლებო მედიების და ექსპერტების ნაწილმა ღალატად და ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებად შეაფასა:

გიორგი გახარიასა და ნაციონალური მოძრაობის გარიგებაზე გელა ზედელაშვილის კომენტარი გააზიარა გვერდმა “ერთიანი ცინიკური მოძრაობა”, ხოლო ანტიოპოზიციურმა გვერდებმა “სექტა”და “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები” გახარიას გადადგომა “მელიასნაირი კრიმინალებისთვის” პოზიციების დათმობად და “ნაციონალების ნავში გადასკუპებად” შეაფასეს.