„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატის მიერ პარტიის დატოვებას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გუნდის ჩამოყალიბების კომენტირებისას აცხადებს, რომ თუ გახარიას ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ შეექმნება მაშინ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. კრიზისი ხელოვნურია.
მისივე შეფასებით, გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც თავის მხრივ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში.
„თუ პროკურატურაში არ დაიბარებენ, არც კითხვები ექნებათ მათთან, თუნდაც გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე. ზოგადად კი, თუ გახარია თავად არ ახსნის და პასუხს არ გასცემს იმ ბევრ კითხვას, რომელიც რეალურად არსებობს, მაშინ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. კრიზისი ხელოვნულია და ივანიშვილის პროექტი.
გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც თავის მხრივ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და სანამ ოპოზიცის ნაწილი მუდმივად პარლამენტში შედი-არშედიზე საუბრობს, შესულები გარეთ სწორედ გახარიას მეშვეობით დარჩებიან, კობახიძეზე გადაბარებულ „ოცნების“ ნარჩენებთან ერთად.
ამ ყველაფერს კი ძალიან მალე დავინახავთ, თუ მის გუნდში ის უპრინციპო ბიზნესმენები დაიწყებენ გადალაგებას, ვისაც მხოლოდ საკუთარი კომფორტი აღელვებს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
ამავე თემაზე:
დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი