LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაოცებული დავრჩი დავითის ადამიანურობით – მაკა რაზმაძე დავით ჯელაძესთან პირად მიმოწერას აქვეყნებს

2189
ფორტუნა - 2023-08-12T214426.620

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე შოვის ტრაგედიას გადარჩენილ დავით ჯელაძესთან მიმოწერას ასაჯაროებს. მაკას თქმით, დავით ჯელაძის ადამიანურობით გაოცებულია. დავითი გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, ამომწურავად პასუხობდა მაკას კითხვებს.

„შოვის ტრაგედიის გმირმა დავით ჯელაძემ, ამ საოცარმა ადამიანმა მომწერა გუშინ და პასუხი გასცა ჩემს შეკითხვას, ვინ იღებდა იმ ისტორიულ ფოტოებს, რომელმაც მისი გმირობა დაგვანახა- ეს იყო მისი და, რომელმაც თურმე ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ აღმოაჩინა ეს ფოტოები, როცა უკვე სამშვიდობოს იყვნენ, როდის გადავიღეო, თურმე კითხულობდა?როგორ მესმის, ასეა ხოლმე ექსტრემალურ სიტუაციებში??გმირების ოჯახია მართლა!

გაოცებული დავრჩი დავითის ადამიანურობით, თავმდაბლობით და იმით, რომ ამომწურავად პასუხობდა ჩემს შეკითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ძალიან მძიმე იყო მისთვის ყველაფრის გახსენება…
მას ვუთხარი აუცილებლად დავწერ, რომ გავარკვიე ფოტოების ავტორის ვინაობა-თქო და თან მინდა, რამდენიმე სქრინიც დავდო ჩვენი საუბრიდან. ბევრად მეტი ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ის ტექსტებია, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ. მართლა ცოცხალი გმირია დავით ჯელაძე ?
მიხარია რომ გავიცანი“… – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

დავით ჯელაძე: „თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც მეხმარებით ამ საშინელი დღეების გადატანაში, ამ დღემ ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო.. გიკვირთ, არ მეგონა ჩემს შეტყობინებას თუ ნახავდიო“

ვიდეო: „რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვისტრესებით.. მაშო რომ არ მყოლოდა, შეიძლება ამ ჯოჯოხეთს შევგუებოდი“ – დავით ჯელაძე

„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g