გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაქლაში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან.

“ქართული ოცნების” დეპუტატის  ოჯახის წევრს კორონა ვირუსი PCR ტესტმა დაუდასტურა. COVID-19-ის ინფიცირების წყარო მისივე მეზობელია.

როგორც თავად ამბობს, მისი კოვიდ ინფიცირების ალბათობა 0%-ია, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მას მამიდასთან კონტაქტი არ ჰქონია. სავალან მირზოევი დღევანდელ რიგგარეშე სხდომასაც ესწრებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო მონაცემებს დღეს 4 ახალი შემთხვევა დაემატა. ყველა მათგანი იმპორტირებულია. ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინე ზონიდან მოხვდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა.

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05