2019 წელს საქართველოს აეროპორტებში ყველაზე მეტი ავიარეისი ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა განახორციელა. ინფორმაციას AviaNews სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სწორედ სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში განხორციელებული მოფრენა/გაფრენის მიხედვით Georgian Airways-ი ლიდერობს. სააგენტოს ცნობითვე, ლიდერთა რეიტინგში მეორე ადგილზეა Wizz Air-ი, ხოლო მესამეზე – Turkish Airlines-ი.

უფრო დეტალური მონაცემები კი ასეთია:

Georgian Airways – 3 307 რეისი;

Wizz Air – 2 564 რეისი;

Turkish Airlines – 2 215 რეისი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05