LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვი: საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობის აღსადგენად

130
BeFunky-collage (4) (2)

კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. მას მიაჩნია, რომ საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობების აღსადგენად.

მისივე განმარტებით, თუ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სიმართლე აღმოჩნდება, რუსი დეპუტატები მზად არიან საქართველოში ჩასასვლელად. გავრილოვის განცხადებას  საპარლამენტო გაზეთი ავრცელებს.

“როგორც ჩანს, საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობის აღდგენაში აქტიური ნაბიჯებისთვის, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობებითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის 9 მაისის იუბილეს მოახლოებასთან ერთად. ჩვენ მზად ვართ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე დაღუპულებს. საქართველო მრავალეთნიკური იყო — რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, აფხაზები. ჩვენ ისევ ველით, რომ საქართველო მრავალეთნიკური კეთილგანწყობილი რესპუბლიკა გახდება”, — განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში უნდა უმასპინძლოს ევროსაბჭოს მინისტერიალს, რომელიც მაისში გაიმართება.

29 იანვარს, კი სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონს გვერდს აუვლის და რუსეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლებს.

“ეს არ არის მარტივი. ამას მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ შეფასებას როგორც სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე პოლიტიკოსებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

პრიორიტეტები, დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები