LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: აშკარად ჩანს, არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, გატაცებაზე ბოდავს

115
1

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ახალ ვიდეოს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გატაცების სცენარზე საუბრობს.

ღარიბაშვილის თქმით, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი ფხიზელ მდგომარეობაში არ არის და სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე ბოდავს.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ნახავს ამ ვიდეოს, სააკაშვილზე სერიოზული წარმოდგენა ვერ დარჩება:

“რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო? ეს ტრაგედიაა რეალურად. ამის თაობაზე ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. ნებისმიერი ადამიანს, რომელიც ნახავს და იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, მაგრამ ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენი სირცხვილია.

ეს კაცი მართავდა ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას. ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს და ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტი, არაჟი და ასე შემდეგ, მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ…

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: აშკარად ჩანს, არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, გატაცებაზე ბოდავს

"ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური", - ამბობს ღარიბაშვილი.

ნახეთ, როგორ აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს, წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ახლაც მთელი მისი გუნდი. სხვა შემთხვევაში, ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ამ ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა ასეთი გზით. ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში. რა ვქნათ, ეს არის რეალობა. ეს არის კიდევ ერთი საშუალება და მტკიცებულება იმისა, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით მოსახლოებას, არის სრული სიმართლე და მეორე მხარეს არის ეს არასერიოზულობა და სრული, გაუგონარი ამბავი.

ყოფილი პრეზიდენტი, წარმოიდგინეთ, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, ცხრა წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა მას და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და და დაამთავრა ასე არასერიოზულად. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში”, – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედმა” აღნიშნული ვიდეო გუშინ გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იღებდა, მათ შორის, არის გატაცების სცენარიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები