LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა – თენგიზ ცერცვაძე

228
cercvadze-1

“ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსს, ისევე როგორც გრიპის ვირუსს სეზონურობა ახასიათებს და ის შეიძლება შემოდგომაზე გააქტიურდეს.

“მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტიურდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს, თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება – შეიძლება, არც იყოს მეორე ტალღა”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი ვარაუდით მეორე ტალღა არ იქნება ძლიერი.

“ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს სეზონურობის ბუნება, მაგრამ არა ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც გრიპს. მე მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი“, – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g