ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და წერს, რომ ქვეყანაში მე-4 ტალღა არ დამთავრებულა.
“კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა❗️საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება❗️
არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს❗️
არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული❗️
შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად,, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.
არაპროფესიონალიზმი კლავს❗️
ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე ❗️
ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90 % უნდა აიცრას❗️
ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება❗️”,- წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.