LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „ვირუსი ორსულ ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ, მას შეუძლია შეცვალოს ორსულობის პროცესიც და ზიანი მიაყენოს მშობლისა და ახალშობილის ჯანმრთელობას…“

177
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ცნობილი განცხადების შესახებ საუბრობს, სადაც აღნიშნავდა, რომ კოვიდინფექცია მამაკაცის სპერმის ხარისხზე უარყოით გავლენას ახდენდა. გიორგი ფხაკაძე ამავე მოსაზრებაზე რჩება, თუმცა დასძენს, რომ მისი ეს გამონათქვამი სხვადასხვა კვლევას ეფუძნება და გარდა ამისა, არასდროს უთქვამს, რომ სპერმაზე გავლენას ვაქცინა შეიძლება ახდენდეს. მისი ეს გამონათქვამი მხოლოდ კოვიდგადატანილ პაციენტებს ეხებოდათ.

ჟურნალ „სარკის“ კითხვაზე, მოქმედებს თუ არა კოვიდი ქალის კვერცხუჯრედზეც უარყოფითად, ჯანდაცვის ექსპერტი პასუხობს:

„კვერცხუჯრედებთან დაკავშირებით კვლევები ჯერ არ დადებულა და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი მხოლოდ ის, რომ კვერცხუჯრედს სხვა სისტემა აქვს. სპერმის ხარისხი რომ ფუჭდება, ეს დამტკიცებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არ უფუჭდება სპერმის ხარისხი, ვისაც კოვიდი შეხვდება.

სამწუხაროდ, ფეხმძიმე ქალებთან დაკავშირებით გვაქვს ცუდი მონაცემები. კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე ცხადი გახდა, რომ ვირუსი ორსულ ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობას. ერთ-ერთმა პირველმა შემსწავლელმა ჯგუფმა დაადასტურა მტკიცებულებებით, რომ კორონავირუსს შეუძლია შეცვალოს ორსულობის პროცესიც და ზიანი მიაყენოს მშობლისა და ახალშობილის ჯანმრთელობას.

კვლევამ ასევე აჩვენა კოვიდ-19-ის ნაადრევი მშობიარობის 60%-დან 97%-მდე გაზრდილი მაჩვენებელი, ხოლო ინფიცირებულ ქალებში. სიცხითა და ქოშინით, მოჰყვა ახალშობილთა გართულებების გაზრდა, როგორებიცაა ფილტვების უკმარისობა, ტვინის დაზიანება და მხედველობის დარღვევები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები