LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გასვიანის ამაღელვებელი პოსტი და ფოტოები სვანეთიდან – “გული მომიკვდა, რუსეთის მიერ დანგრეული სოფელი რომ ვიხილე!..“

718
gsvnnsvt

მსახიობმა გიორგი გასვიანმა “პრაიმშოუსთან” ერთად სვანეთში იმოგზაურა. მან ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ, ხალდეში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა და დაწერა, რომ ამ სოფლის მოსახლეობა თავგანწირული იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ… როგორც მსახიობი და ტელესახე წერს, ამ ამბის გამო სიამაყით აივსო.

გთავაზობთ მის პოსტს:

“თავისუფალი სოფელი ხალდე. გასვიანების და ჯოხაძეების სოფელი.
სისხლმაც გაიღვიძა და გასვიანების გმირობის ამბავმა სიამაყით ამავსო!
ევროპაში, უშგულის შემდეგ, ყველაზე მაღალი დასახლება. მე-19 საუკუნის 70-იანებში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად სოფლის მოსახლეობა თავგანწირულად იბრძოდა! ეს არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამაყო ფურცელი და დაუმორჩილებელი წერტილი, ანექსიის წინააღმდეგ მებრძოლი! გული მომიკვდა, რუსეთის მიერ დანგრეული სოფელი და კოშკები ზღვის დონიდან 2000 მეტრზე რომ ვიხილე. მადლობა პრაიმშოუ • PrimeShow -ს და ნოეს, რომ აგვიყვანა და გადაიღო საოცრად ემოციური სიუჟეტი! თავისუფალი ხალდე!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები