LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაზღაიძე შვილის დასაბრუნებლად სასამართლო დავას აპირებს: „ყოფილი საცოლისგან მუქარები წამოვიდა…“

716
nazgaidze

მოდელი, რეალური შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ„ სარკესთან“ ამხელს, რომ სასამართლო დავას იწყებს შვილის დასაბრუნებლად:

„ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ შვილი ჩემ გვერდით არ არის. მყავდა საცოლე, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ბედნიერი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩვენი დაშორების შემდეგ მაშინვე წავიდა ამერიკაში და იქიდან სხვებმა მომილოცეს, მამა გახდიო. როცა შევეცადე ამ ამბის გარკვევა, ყოფილი საცოლისგან, რომელიც უკვე გათხოვილი იყო, საშინელი აგრესია წამოვიდა, დაგვანებე თავი, ბავშვი შენი არ არისო. დნმ-ის ანალიზიც მოვითხოვე, მაგრამ სასტიკი უარი მივიღე. ამის სანაცვლოდ, მუქარები წამოვიდა. ბავშვის სურათებს დღემდე არ დებენ სოციალურ ქსელებში. ერთადერთხელ ვნახე, ეტყობა, შეცდომით დადეს და მაშინვე წაშალეს.

პოულობთ მსგავსებას?

კი, ძალიან მგავს – თმის ფერი, თმის სტრუქტურას, წარბი, ცხვირი, ტუჩი. თავზე ორი გვირგვინი აქვს, როგორც მე. ახლა 12 წლისაა.

რატომ არ უნდა დედას, რომ შვილს მამასთან ურთიერთობა ჰქონდეს?

არ მინდა, დეტალებში ღრმად შევიდე. დაშორებიდან მალევე გათხოვდა და ალბათ, არ უნდოდა, მათი ოაჯხური იდილია ჩემი გამოჩენით დარღვეულიყო. მე, უბრალოდ, მინდა, შვილზე უფლება მქონდეს.

რა შანსები არსებობს, რომ თქვენი ეს ვარაუდი დაამტკიცოთ?

მინდა, ამერიკაში ჩავიდე და სასამართლო პროცესი წამოვიწყო. შანსებზე საუბარი რთულია, მაგრამ მინდა, ჩემს თავთან ვიყო მართალი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. 12 წელი მქონდა მცდელობები, მაგრამ უშედეგოდ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები