თათია შარანგიამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის შესახებ გიორგი უშიკიშვილს კითხვა დაუსვა.
მომღერალმა „სთორის“ წამყვანს ასე უპასუხა:
ბევრჯერ დამიწერია და მითქვამს, რომ რის გამოც მიხეილ სააკაშვილი დაჭერილია, ის ციხეში არ უნდა იჯდეს. ეს არ არის ის მტკიცებულებები და ის საქმეები, რომლის გამოც საერთოდ ვინმე უნდა იჯდეს ციხეში. მიუხედავად ბევრი მინუსისა და პრობლემისა, რომლებიც შეიძლება არსებობდა. შენებას ბევრი პრობლემა მოჰყვება. სად ვიყავით 90-იანებში და რა იყო 2012-ში, თუ ვერ ხედავ, ვერ დაინახავ. ბევრი პრობლემაც იყო, მაგრამ ბევრი პროგრესიც, ბევრი მიმართულებით. რომ იყო ნაკლი, ამიტომ გადავირჩიეთ. საქართველოს დროშა, ჰიმნი, გერბი, პოლიცია, იუსტიცია, დენი, წყალი – მისმა შრომამ მოიტანა, და არ მგონია, რომ ის დღეს ციხეში უნდა იჯდეს“.
“არ მივესალმები რუს ტურისტებს! დამიძახეთ გოიმი!” – გიორგი უშიკიშვილი