LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია ზელენსკის: სასოწარკვეთილი ვარ, შვილს თვალწინ მიკლავენ, დამეხმარეთ

343
გიული ალასანია

„მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. ჩვენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ,“ – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.

ვიდეო-მიმართვას გიული ალასანია Facebook-ზე ავრცელებს და ზელენსკის დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, უნდა მოინახოს გზა, რომ სააკაშვილი უკრაინაში გადაიყვანონ და სათანადოდ უმკურნალონ.

„მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა შევძლოთ მისი გადმოყვანა აქ, უკრაინაში, რათა შესაბამისი მკურნალობით იყოს უზრუნველყოფილი და როგორმე გადარჩეს.

35-ე დღეა რაც შიმშილობს, წარმოგიდგენიათ? ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, მაგრამ ეს არავის ადარდებს. ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ – ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არანაირი პირობაა შექმნილი ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის.

ერთადერთი, თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ყველას იმედი მაქვს – უკრაინის ხალხის, დეპუტატების. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის.

მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის – უკრაინის ხალხის, დეპუტატების და მე მივმართავ უკრაინის მთავრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის,“– ამბობს გიული ალასანია საკუთარ მიმართვაში.

პოპულალურები