LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჩა აბულაძის მიმართვა რუს არტისტებს: „რა გემღერებათ? სპექტაკლების შემდეგ რესტორნებში რომ გადაინაცვლებთ და ტუჩ-მოქონილ-შემთვრალი ღლიცინს აღავლენთ ზეცაში, აი, მანდ ჩანს თქვენი რეალური სიფათი და მწუხარება!“

173
abuladze

მომღერალი გოჩა აბულაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს ეხმიანება და კომენტარს აკეთებს რუსი არტისტების პოზიციის შესახებ, რომელიც მისთვის მიუღებელია:

„ვუყურებ, რა ხდება ბუჩაში და სისხლი მეყინება… სრული კრახი და ფსკერი კაცობრიობის ისტორიაში. სადიზმის და სისასტიკის მწვერვალი…

რუსი არტისტების წუწუნი კი გრძელდება, რომ უსამართლობაა მათი  დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით და ითხოვენ, დასრულდეს ეს უსამართლობა და დაუბრუნდნენ ჩვეულ პოზიციებს. მათ მხარს უჭერს ბევრი გამოჩენილი ევროპელი არტისტიც. აგერ ვენის ოპერის თეატრმა, ჩვენი კარი ღია იქნება რუსებისთვისო და ვემიჯნებით პოლიტიკასო, განაცხადა.

უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩას ქუჩებში მინიმუმ 10 დღის განმავლობაში ესვენა – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

როგორ უნდა გემღერებოდეს, ან როგორ არ უნდა გრცხვენოდეს, როცა შენი სისხლის სუნად აქოთებული ქვეყანა სასტიკად უსწორდება ბავშვებს, ქალებს და უდანაშაულო ადამიანებს. მიწასთან ასწორებს თეატრებს, მუზეუმებს, სკოლებს, ბაღებს, ეკლესიებს. უკვე მოკლეს მომღერლებიც, გამოჩენილი სპორტსმენებიც, ბალერონიც, 14 წლის ტანმოვარჯიშე, ამომავალი ვარსკვლავი  ანგელოზი გოგონა!

რას ითხოვთ ??? ვის უნდა თქვენი სიყალბე ???  რა ჯიშის ხართ ??? რა გემღერებათ? რას უკრავთ? როგორ დაკარგეთ ასე ადამიანობა და გაღორდით??? როგორ არ გტკივათ? როგორ არ ხართ მდუმარების ხასიათზე მაინც?? ვის უჭერთ მხარს და ვის უღებთ კარს?

სპექტაკლების შემდეგ რესტორნებში რომ გადაინაცვლებთ და ტუჩ-მოქონილ-შემთვრალი ღლიცინს აღავლენთ ზეცაში, აი, მანდ ჩანს თქვენი რეალური სიფათი და მწუხარება!“

თიკა ფაცაცია: „ნადგურდება ჩვენ თვალწინ  ყველაფერი, რასაც ოდესმე რაიმე ფასი ჰქონია…“

ვიდეო – მინდა ეს უკრაინული საჩურჩულო ნანა, ბავშვებს რაკეტების და ბომბების ხმაურს უმსუბუქებდეს: გოჩა აბულაძის იავნანა უკრაინელ ბავშვებს

magti 5g