LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოძიაშვილის პარკი საზეიმოდ გაიხსნა [ვიდეო]

759
erue45u

ვასო გოძიაშვილის პარკი, იგივე წითელი ბაღი რებილიტაციის შემდეგ საზეიმოდ გაიხნა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ორი საბავშვო მოედანი, საპიკნიკე ადგილები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე.

პარკის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

“ემოციურად დატვირთული ვარ და მიხარია, რომ შევძელით და თბილისს, საბურთალოს ვაჩუქეთ ეს ულამაზესი სივრცე. ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო აქ და დღეს ხედავთ როგორი მოვლილი, გალამაზებულია ეს ყველაფერი. თქვენ არ იფიქროთ , რომ ამ ყველაფერს მხოლოდ კახა კალაძე აკეთებს, ჩემს უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ხვალიდელი თბილისს იყოს ძალიან ბევრი მწვანე სივრცეებით.

წარმატებული ხარ მაშინ, როცა შენი ყოველდღიური საქმიანობით აბედნიერებ სხვას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაბედნიეროთ ჩვენი მოქალაქეები. ყველას უღრმესი მადლობა. ახლა ყველამ უნდა მოვუაროთ ამ პარკს, რომ არ დაზიანდეს” – აღნიშნა კახა კალაძემ

პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2, 5 მილიონი ლარი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები