LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვარამიას უსაფუძვლო პიარკამპანიის საპასუხოდ”- იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის წერილს აქვეყნებს

2209
BeFunky-collage (2)

იუსტიციის სამინისტრო ნიკა გვარამიას უსაფუძვლო პიარკამპანიაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის საპასუხოდ უწყებამ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა.  

იუსტიციის სამინისტრო, ხომ გაფრთხილებდით?! - ნიკა გვარამია ახალ დეტალებზე

ნიკა გვარამია ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანონი დაარღვია.

“წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე,”- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები