„სუსმა არარსებული მტერი გამოიგონა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია“, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ“
„ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და საბჭოთა სისტემაში უშიშროების სამსახურების მოვალეობა იყო, შეინარჩუნოს ხელისუფლებაში არსებული ძალები და მას კონკურენტები მოაშოროს.
„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება მზაკვრული გეგმების - სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით პირდაპირ მტრობას ასახავს“ – კალაძე სუსის განცხადებაზე
„უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლები გაყალბდა. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება USAID-ის მხრიდან ხორციელდებოდა“.
როდესაც ხელისუფლებას რაღაც პრობლემები ექმნება, საჭიროა ახალი მტრების გამოგონება, რომ ადამიანების ყურადღება გადავიდეს არა საქმეების კეთებაზე, არამედ იმაზე, რა ეფექტურად ებრძვიან არარსებულ მტრებს.
ასეთი არარსებული მტერი გამოიგონა ახლა სუსმა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია. ამ არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ და ამაში მიიღებენ პრემიებს.
მოგეხსენებათ, ახალი ბიუჯეტით, სუსის დაფინანსება იზრდება და საჭიროა ახალ-ახალი საქმეების გამოგონება. როგორც წესი, უშიშროების სამსახურებისთვის ახალ-ახალი საქმეები არის ახალ-ახალი მტრების აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა.
თუ ეს მტრები არ არსებობენ, ყველა ვარიანტში ამოცანა ფრიადზე გაქვს შესრულებული. მჯერა ჩემი კოლეგების, ოპოზიციონერების, რომ ისინი არანაირი რევოლუციის მომწყობები არ არიან. ეს არც არასდროს უფიქრიათ.
რევოლუციონერობანას თამაშით, სინამდვილეში, ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს რამის გამკეთებლები არიან და მათ არ უშვებენ ქუჩაში ხელისუფლების გადასაყენებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დასმულ კითხვაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას ეხებოდა და რომლის თანახმადაც, 26-29 სექტემბერს ჩატარებული კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა USAID-ის დაფინანსებით გაუწიეს, ხვიჩიამ უპასუხა:
„ეს ანტიამერიკული კამპანიის ნაწილია – ამერიკულ ინსტიტუტებს სახელი უნდა გაუტყდეთ და ყველა უნდა იყოს ჩათრეული რაღაც ბრძოლაში, რომელსაც შემდეგ შენ სასტიკ ომს გამოუცხადებ და ამ ომში გამარჯვებული გამოხვალ.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, სინამდვილეში, ამით ამერიკელ პარტნიორებთან ვიფუჭებთ საქმეს და არა იმაში, რომ USAID მანამდე ან ამის მერე გახდება რევოლუციური იდეების მხარდამჭერი ან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მოახერხებენ რევოლუციის მოწყობას.
რევოლუციას ამ ქვეყანაში ახდენს ხალხი და ჩემი კოლეგებიც, სუსიც, ხელისუფლებაც ხელს უშლის მათ, გაერკვნენ, რა პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და რა იქნება ხალხის ახალი დაკვეთა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის მოწყობილი მედიაისტერია ქვეყანაში არარსებულ ამბებზე“. – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.