საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ, „ტვიტერში“ მომავალი თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და მას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა დმიტრო კულებას, კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინისა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობას, საერთო წარმატების მიღწევასა და გამოწვევების დაძლევაში.
ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის ბრძოლას, საკუთარი ქვეყნისა და ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ.“– წერს ილია დარჩიაშვილი.
„გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ; მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
რას აცხადებდა მინისტრობამდე რუსეთ-უკრაინის ომზე საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნას „ტვიტერში“ გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხარს დაუჭერს.
„მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს.“ – დაწერა „ტვიტერში“ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ.
Thank you @DmytroKuleba for kind wishes. I’m confident, our fruitful coop will further strengthen friendship between ??&?? people in achieving common successes& overcoming challenges. Our strong support& solidarity with?? people in the struggle for their country& values we share. https://t.co/1Tj8gx1KJQ
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 5, 2022