LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ახალი გამოწვევა დაიწყო – ცნობილი ბლოგერები თვითმფრინავში გადაღებულ ყალბ ფოტოებს აქვეყნებენ

448
page

ყველასთვის ცნობილია, რომ ბლოგერები და ინფლუენსერები თავისი ფოტოებისთვის განსაკუთრებულ ადგილებსა და დეკორაციებს ეძებენ. მათთვის მთავარი რაც შეიძლება მეტი „ლაიქის“ მოგროვებაა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ფოტოშოფსაც ხშირად იყენებენ.

ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში ახალი ტრენდი გაჩნდა, ინსტაგრამსა და Tiktok–ზე გაჩნდა ფოტოები, სადაც პოპულარული ბლოგერები მდიდრული თვითმფრინავების ბორტზე პოზირებენ, თუმცა, როგორც გაირკვა ხშირ შემთხვევაში ეს კადრები რეალობას არ შეესაბამება.

თვითმფრინავებს ფოტოსესიებისთვის ხშირად სელებრითებიც ქირაობენ, თუმცა ინტერნეტ–ვარსკვლავებმა ეს მიდგომა კიდევ უფრო აქტუალური გახადეს.

ტვიტერის  მომხმარებელმა ნიკით @maisonmeIissa ქსელში გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია სტუდია, რომელიც კერძო ლაინერის დიზაინშია შესრულებული.

„მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ლოს–ანჯელესელი ბლოგერები ინსტაგრამზე  სპეციალურ დეკორაციებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ და მათ კერძო ლაინერებად ასაღებენ. სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი რასაც ინტერნეტში ვხედავთ, გაყალბებული რეალობაა“

გოგონამ თავისი სიტყვების დასამტკიცებლად შესაბამისი კადრები გამოაქვეყნა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები