LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მთავრობა საერთო, სახალხო, ეროვნული გამარჯვების ზეიმს გამართავს 

126
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკომისიის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებენ, საერთო, სახალხო, ეროვნული გამარჯვების ზეიმი გაიმართება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა, ეს იქნება ჩვენი ხალხის და მთავრობის მუშაობის შედეგი.

„15 დეკემბერს, ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, სტატუსის მონიჭების თაობაზე. გუნდში გვქონდა მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება 14 ან 15 დეკემბერს, გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო, ეროვნული გამარჯვების ზეიმი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის ეს ისტორიული გამარჯვება, რომელიც ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოპულარულები