LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მიიღებენ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს, ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს – ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მთავრობა ამ სტატუსს იმსახურებს

119
fot (3)

მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას სჯერა, საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.

პაველ ჰერჩინსკი: გილოცავთ ევროპის დღეს, საქართველო ამ დღეს ევროპული პერსპექტივით ხვდება, შემდეგი ეტაპი სტატუსის მოპოვებაა, რაც უფრო დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობასთან

პაველ ჰერჩინსკი: ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა – ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო

„მინდა, ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით და მინდა მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა. ჩვენ, დღეს, ევროპის დღეს აღვნიშნავთ ქართველები და ევროპელები ერთად, ვინაიდან ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ისე, ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენ თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას. მე მჯერა,რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს, და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო დამაახლოებელი ჩვენ ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან…

პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენ ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენ ხალხებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g