LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: მეუბნებიან, რა გახდა გენერატორების გაგზავნა უკრაინაშიო – ხალხი შეცდომაში შეჰყავთ, ჰგონიათ, უკრაინაში საქართველომ „დვიჟოკები“ უნდა გააგზავნოს, სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება

160
BeFunky-collage (2)

მე მეუბნებიან, რა გახდა გენერატორების გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა ანდრეი კასიანოვის განცხადებას, იმის შესახებ, რომ უკრაინამ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ანდრეი კასიანოვი: უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება – ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია

„საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. „დვიჟოკებს“. ხალხს მართლა ასე ჰგონია. მე მეუბნებიან, რა გახდა გენერატორების გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, „მადრიდის რეალმა“, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ფული მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს ამაზე გაეცინა, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა. სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არსებობს. ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ ჰუმანიტარული დახმაების კუთხით და ალბათ იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი დახმარება. ხალხი შეჰყავთ შეცდომაში – ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის ტყუილი. სინამდვილეში კი საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება. ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და გავაგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა არ გვქონდა, პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას. ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი არის ძალიან დიდი – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებადი ეს თემა. ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ მაქსიმალური ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს. კასიანოვი ბრიფინგზე რომ გამოდის, შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს ასეთი საკითხები. ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის ამბავია. არ შეიძლება ასეთი სპეკულაციები, უნდა კაცს მეორე ფრონტი და უნდოდეს, რა ვქნათ. ჰუმანიტარული დახმარება არის ის, რასაც ვაკეთებდით და ამ მიმართულებით ვიქნებით ხელგაშლილი, არავითარი კითხვის ნიშანი ამაზე არ არის.

სპეკულაციებისთვის არც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უნდა გამოიყენოს ეს თემა და არც რადიკალურმა ოპოზიციამ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g