LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

117
b9caa27a6796699ee6440193fdb18700

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის დაცვის წევრი კობა კოშაძე, სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაუშვა. ბრალდებულ კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და მას საბოლოოდ  5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა 2019 წლის 19 ივლისს შეუფარდა. პროკურატურა თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნას ამყარებდა დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხის არსებობის შესაძლებლობით.

პატიმრობა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს – რას ედავება გამოძიება კობა კოშაძეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები