LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის უკრაინელმა ოლიგარქებმა ქართულ ოლიგარქს გადმოაბარეს, არამამაკაცურია სააკაშვილის ფსიქოანალიზით დაკავება – ხუხაშვილი

488
misa irakli bizina

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ქართულ ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ღია წერილი გაავრცელა.  

ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

ღარიბაშვილის განცხადებას უკვე მოყვა გამოხმაურებები ოპოზიციურ სპექტრში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:

„ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი და ვფიქრობ, გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობისა და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერ-მინისტრად წოდებული, ბიძინა ივანიშვილის მსახური, მთელი „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” და გისოსებს მიღმა მყოფი, თუმცა თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად იქნებიან რეჟიმის დასასრულის ავანგარდში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური:

„რაც ამ წერილში ამოვიკითხე არის ინტელექტუალური, ზნეობრივი, მორალური, ეთიკური ფსკერი. მგონია, რომ ეს არ არის ღარიბაშვილის წერილი, ეს არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევი წერილი“.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე:

„ძალიან სამწუხაროა, „ქართული ოცნება“ იგივე პროცესს აგრძელებს და გახლეჩილ პოლიტიკურ ვითარებაში ცეცხლზე ნავთს ასხამს“. 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია:

„როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის“.

გიგა ბოკერიას თქმით, ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ამოცანასთან დაახლოებას, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია.

პრემიერის ღია წერილზე „ფორტუნა“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებას რამდენიმე მინუსი აქვს, თუმცა ეს არაა ერთადერთი განცხადება, რომელსაც მინუსები აქვს. შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ თქვა, „წყნარად იყოს, თორემ მუხლებს დავამატებთო“.

ახლა სააკაშვილის ფსიქოანალიზით დაკავდა. ამის ნაცვლად, ურჩევნია თავის პოლიტიკურ პარტნიორებს შეხედოს. ფსიქიურად გაუწონასწორებელი ძალიან ბევრი ჰყავს გარემოცვაში.

ამას რომ თავი დავანებოთ, არაა ღირსეული საქციელი, როდესაც პატიმართან დაკავშირებით ასე ქილიკით და ნიშნისმოგებით იწყებ ლაპარაკს.

ეს არაა მამაკაცური ქმედება. არამამაკაცური საქციელია და ძალიან საწყენია. ამ განცხადებით ის თვითდაზიანებას იყენებს და თავის გუნდს აყენებს უხერხულ მდგომარებობაში. მისი ეს რიტორიკა ფაქტობრივად, ყველას უბიძგებს, რომ გააკეთოს დასკვნა სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე.

პოლიტპატიმრად აღიარებენ არა იმ ადამიანს ვინც უდანაშაულოა, შეიძლება ის დამნაშავე იყოს, მაგრამ ,თუ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული ინტერესი, თქვენ წარმოიდგინეთ, დამნაშავეც კი პოლიტპატიმრად სახელდება.

ასეთი მოცემულობაა და ამას ღარიბაშვილი აკეთებს თავისი ხელით, ანუ აძლიერებს ისევ და ისევ ხელისუფლებას. თავი რომ დავანებოთ მისი მხრიდან ღირსების მიღმა აბსოლუტურად უცნაურ რიტორიკას“, – ამბობს ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

მაქვს უმძიმესი ინფორმაცია, აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას - თაკო ჩარკვიანი

მსოფლიო, გთხოვთ, დადექით  კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით, - ამბობს ჩარკვიანი.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით,  „ოცნებასთან“ გარიგებული თემაა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა. კითხვაზე, რამდენად შეიძლება ვერსია რეალობად განვიხილოთ, ექსპერტი ასე პასუხობს:

„გარიგებულია თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შედეგი ისაა, რომ ხელისუფლებამ ისარგებლა მისი ჩამოსვლით და დაპატიმრებით. ამის უკან რა დგას, ეს უკვე თეორიებია. პოლიტიკური შეფასება ამას შეიძლება მიეცეს, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური შეფასება მივცე, არ მაქვს საკმარისი საფუძველი, რომ რომელიმე ვერსიას დავეყრდნო.

ყველაზე მეტად ალბათურად ვთვლი, რომ უკრაინულმა ოლიგარქიამ, რომელთათვისაც  სააკაშვილი მაინცდამაინც კომფორტული არ იყო, ამ ფორმით თავიდან მოიშორეს და ქართულ ოლიგარქიას გადმოაბარეს“, – ამბობს ხუხაშვილი და იქვე დასძენს, რომ სააკაშვილი ქართული ოლიგარქისთვისაც  დიდი თავის ტკივილია.

„მას საფიქრელი აქვს, სააკაშვილი საით გადააგდოს. ასეთი მოცემულობაა“, – თქვა ხუხაშვილმა “ფორტუნასთან”.

კითხვაზე, ამ სიტუაციაში ყველასთვის კომფორტულია, რომ სააკაშვილი ციხეში დიდხანს დარჩეს? ხუხაშვილი ასე პასუხობს:

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ოლიგარქისთვის კომფორტულია სააკაშვილის ციხეში ყოფნა. სააკაშვილის ყოფნა კომფორტული ვერსად ვერ იქნება. მათ შორის ვერც ციხეში. ეს არის მუდმივი ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.

სააკაშვილის ადვოკატი: წაუყენონ საზღვრის კვეთაზე ბრალდება, რატომ არ უყენებენ? მისი სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინიათ – ეს არის სიმართლე!

მისი დამთავრების რეცეპტი არ არსებობს. ეს არის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მუდმივი ბრძოლა“. – ამბობს ექსპერტი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი უკვე მეექვსე დღეა ციხეში შიმშილობს.

ღარიბაშვილი: სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, “ნაციონალურ მოძრაობაში” შფოთავენ

„ნარკოტიკები“, „ქურდული შემოპარვა“ და ძალაუფლების წყურვილი – ღარიბაშვილის ვერსიები სააკაშვილის დაბრუნების მოტივებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები