LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისპანკასა“ და მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილმა 101 წლის იტალიელმა კორონავირუსიც დაამარცხა

5671
babuka-killed-covid19

101 წლის მამაკაცმა Covid-19 დაამარცხა და საავადმყოფო უკვე დატოვა. იტალიურ ქალაქ რიმინიში მცხოვრები მისტერ პი საავადმყოფოდან დიდი ზეიმით გააცილეს და ოჯახის წევრებმა ის სახლში წაიყვანეს.

ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ხანდაზმულმა პაციენტმა საშიში ვირუსი ძალიან მალე და ეფექტურად დაძლია, რითაც ექიმებს დიდი იმედი ჩაუსახა.

მისტერ პი 1919 წელსაა დაბადებული და ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მსოფლიო ესპანურ გრიპს, იგივე „ისპანკას“ ებრძოდა. მაშინ პანდემიამ მთელს მსოფლიოში 30–დან 50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ამას მოყვა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი რთული პერიოდი და მალევე და მეორე მსოფლიო ომიც. იტალიელმა ყველა დაბრკოლება გამოიარა და დღესდღეობით იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს შორის ყველაზე ხანდაზმულია.

როგორც იტალიელი ექიმები აცხადებენ, ასაკოვანი პაციენტები ყველაზე დიდ რისკ ჯგუფში არიან და შემთხვევათა უმრავლესობა თითქმის უიმედოა. თუმცა, მისტერ პის მაგალითმა ყველას უჩვენა, რომ მთავარია რწმენა არასდროს დაკარგონ და სასწაულიც აუცილებლად მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები