LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებში ერთ-ერთი ლიდერია

122
ipiccy-image

2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4 პროცენტით  (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.9 პროცენტით იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 33.35 აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 31.73 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 24.88 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 21.75 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე 15.50 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

ამასთან, 2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.8 მლნ აშშ დოლარი (88.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აპრილის (10.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 157.6 პროცენტით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები