რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის შვილმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა.
სოფია აბრამოვიჩმა გააზიარა ფოტო, სადაც წერია, რომ რუსეთს კი არ სურს ომი უკრაინასთან, არამედ პუტინს.
“კრემლის პროპაგანდის ყველაზე დიდი და წარმატებული ტყუილია ის, რომ რუსები პუტინის გვერდით დგანან,”-აღნიშნავს სოფია.
სოციალურ ქსელში გოგონას განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“იწყება რყევა შიგნიდან,”-აღნიშნავენ მომხმარებლები.
ცნობისთვის, ამ დროისათვის აღნიშნული პოსტი რომან აბრამოვიჩის შვილის “ინსტაგრამ” გვერდზე აღარ იძებნება.