LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმოს ევროპის ოფისი მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება

288
მაიმუნის ჩუტყვავილა

ჯანმოს ევროპის ოფისმა დღეს, ვირუსული დაავადების, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ გაფრთხილება, გაავრცელა, ეს მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებთან ერთად, დაავადების პირველი შემთხვევა აშშ-მაც დაადასტურა.

დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) მიერ 7 მაისს. ვირუსი სავარაუდოდ იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნიდან.

2022 წლის 14 მაისს დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი ​​შემთხვევა გამოვლინდა, ორივე პირი ცხოვრობდა ერთსა და იმავე ოჯახში, მაგრამ არ ჰქონიათ მოგზაურობის უახლესი ისტორია და არც კონტაქტი 7 მაისის შემთხვევასთან.

UKHSA-ს მიერ 16 მაისს კიდევ ოთხი ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, 18 მაისს პორტუგალიამ დააფიქსირა მაიმუნის ჩუტყვავილას დადასტურებული ხუთი შემთხვევა და 20-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა. ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა ახალგაზრდა მამაკაცს.

ესპანეთმა ასევე დააფიქსირა რვა საეჭვო შემთხვევა.

მაიმუნის ჩუტყვავილა, რომელიც ადამიანის ჩუტყვავილას ჰგავს, ვირუსული დაავადებაა. ადამიანებზე გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან კონტაქტით, ან ვირუსის შემცველი ადამიანის სხეულის მასალებთან კონტაქტით.

„სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, ზურგის ტკივილს, შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს, შემცივნებას და დაღლილობას. როგორც წესი, ახასიათებს გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის, სასქესო ორგანოებზე.

დაავადების კლინიკური გამოვლინება ჩვეულებრივ არ არის მწვავე. იმუნოდეფიციტის მქონე პირები განსაკუთრებით მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არიან. ადამიანების უმეტესობა კვირებში გამოჯანმრთელდება,“ – წერს ჯანმო.

იშვიათი ვირუსული დაავადება პირველად დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970-იან წლებში. 2018 წლიდან დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა მაიმუნის ჩუტყვავილას 7 შემთხვევა (2021, 2019 და 2018 წლებში), ძირითადად ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიით. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში გადაცემის ჯაჭვები დაფიქსირდა დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკასთან ცნობილი ეპიდემიოლოგიური კავშირების გარეშე.

„ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, ინფექცია ადგილობრივად არის შეძენილი გაერთიანებულ სამეფოში. ადგილობრივი გადაცემის მასშტაბები ამ ეტაპზე გაურკვეველია და არსებობს შემდგომი შემთხვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობა,“ – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში

 

მსოფლიოში მაიმუნის ჩუტყვავილა ვრცელდება – ჯანდაცვის ექსპერტები იშვიათ ვირუსულ დაავადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g