LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარედ ლეტო ევროპას საქართველოში გადაღებული ფოტოთი უხდის

356
Untitled

Thirty Second to Mars – როკბენდი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ჯარედ ლეტოსა და მისი ძმის, შენონის დაარსებულია წლების წინ და მთელ მსოფლიოში მათ მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორისაა საქართველო, სადაც ისინი 13 აგვისტოს ჩამოვიდნენ და კონცერტი შეკვეთილში მდებარე “ბლექ სი არენაზე” ათასობით ფანისთვის გამართეს.

ამ კონცერტისთვის სპეციალურად ჯგუფის ასეულობით თაყვანისმცემელი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და შეკვეთილში მოიყარა თავი.

ახლახან ჯგუფის “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა ფოტო, რომელიც “ბლექ სი არენაზეა” გადაღებული. ამ ფოტოთი ჯგუფი მადლობას უხდის ევროპას და მსმენელს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში დახვდა. საქართველოში კონცერტით კი ბენდმა განსაკუთრებით ისიამოვნა, ვინაიდან დარბაზისგან უპირობო სიყვარული მიიღო. მთელი ბლექ სი არენას Thirty Second to Mars-ის სიმღერებს მღეროდა, რითაც ბენდის სოლისტი, ჯარედ ლეტო მოიხიბლა. მან კონცერტის ბოლოს სცენაზე აიყვანა ათეულობით მსმენელი და საქართველოს დროშაც აფრიალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები