LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაჭრეთში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ესწრებოდნენ

92
BeFunky-collage

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე დღეს კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო გასვლით სხდომაში მონაწილეობდნენ.

გურამ მაჭარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, „ეს არ იყო პარტიის სხდომა”. მისივე თქმით, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა პარტიის.

“პარტია და ფრაქცია დავტოვეთ, მაგრამ მაშინვე ვთქვით, რომ ძირითად საკითხებზე არ გვაქვს განსხვავებული პოზიციები. არსებობს საკითხები, რაზედაც გვაქვს განსხვავებული პოზიციები და ამის გამო დავტოვეთ პარტია და ფრაქცია. რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს პარლამენტის წევრთა სიით საპარლამენტო უმრავლესობას და არა პარტიის წევრთა უმრავლესობას. არის საკითხები, სადაც გარკვეული ტიპის განხილვებშიც ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას და არა პარტიულ აქტივობებში. საპარლამენტო უმრავლესობაში შეიძლება რამდენიმე პარტიის წევრებიც იყვნენ, რაც ამ შემთხვევაში არის“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ასევე მინისტრები და პარლამენტარები.

პარტიის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მმართველი გუნდის პოლიტიკა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეფასდა 2022 წლის განვლილი პერიოდი და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები