LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა: ოპოზიციისგან იყო შემოთავაზება, სააკაშვილი გადაგვეყვანა გორის ჰოსპიტალში, თუმცა მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ აპირებდა მის გორში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას

79
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შეთავაზება იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი თუნდაც გორის ჰოსპიტალში გადაეყვანათ, ხოლო მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას აპირებდა.

აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ ის, რაც ნამდვილად ადარდებს, არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კიდევ 9 დეპუტატი დაემატა.

კუჭავას ინფორმაციით, პარლამენტის აპარატი გაფრთხილებულია და მოშიმშილე დეპუტატები ყველა საჭიროებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

სააკაშვილის სხდომაზე არდასწრებით არანაირი პრინციპი არ დარღვეულა, ხომ მიმართეს სტრასბურგს? მიმართონ კიდევ: ოხანაშვილი

„პირველ რიგში, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს სწორ ანალიზსა და სწორ პასუხებს. სამწუხაროა განცხადებები, რაც ბოლო დღეებში, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან გვესმის: – ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში კარგად გახდა, რადგან სასამართლოზე უნდოდა მონაწილეობის მიღება… სად არის სიმართლე ვეღარ გავიგე! ეს არის რეალური ტრაგედია.

ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება! საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა. ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა – თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც.

მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ნიკა მელია: თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, კანონს არღვევს ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს, ეს არის რეჟიმი – რეჟიმი უნდა ვარყიოთ მანამ, ვიდრე არ ჩამოინგრევა

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არა პოლიტიკოსების, არამედ ექიმების შესაფასებელია, სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით არსებობს თუ არა რაიმე დანაკლისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და შესაბამისად, არსებობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება.

„სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად. რაც ჩვენ ვნახეთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება“ – უკრაინის ომბუდსმენი საქართველოშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები