LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს – დაკავებულია ორი პირი

165
BeFunky-collage (1)

კახეთში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით  ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები 2003 და 2001 წელს დაბადებული პირები არიან. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 2004 წელს დაბადებული გოგო 5 თებერვალს მოიტაცეს.

სამართალდამცველებმა გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.

ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები