LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე სააკაშვილზე: ჭამოს, სითხეც დალიოს და წონაში არ დაიკლებს

186
კალაძე და სააკაშვილი

თბილისის მერმა კახა კალაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას შეუძლია უბრალოდ ჭამოს და შესაბამისად, წონაში არ დაიკლოს. 

დედაქალაქის მერმა აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

„წონაში კლება? ჭამოს და არ დაიკლებს წონაში. სითხეც დალიოს და არ დაიკლებს წონაში. ძალიან მარტივია,“ – ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე.. მესამე პრეზიდენტი კი არა, პირველი ავანტიურისტი და მკვლელია ქვეყანაში – კობახიძე

დღესვე კალაძემ ასევე განაცხადა, რომ „თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს არაფრისმომცემი სტატუსი შეუძლიათ თავისისთვის დაიტოვონ.“

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან/და გადავადების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა. ექსპრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა ისევ არ მიეცა, მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა, კლინიკა „ვივამედში“ შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის არქონა დაასახელა.

ამავე თემაზე:

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ“ – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g