LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი იქნება, სააკაშვილს ჰკითხოთ, როდის გაიარა საბრძოლო წვრთნები, 2008 წლის ომის დროს მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას: კალაძე

620
Untitled design (3)

თბილისის მერი ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის დამაზიანებელია.

კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს:

“ამ თემაზე საუბარი ძალიან უხერხულია მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა, ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან.

ამგვარი ქმედებები, ამგვარი განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია და ხელს უშლის ქვეყნის სიმშვიდეს, მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს. შესაბამისად, ეს განცხადებები არის ძალიან დამაზიანებელი და ახლა არ ჩავუღრმავდები, თუ რატომ და რის გამო”, – თქვა კალაძემ.

"გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი იმ წამსვე გადავა საქართველოზე" - ანდრო გოცირიძე განმარტავს, რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი და რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

"როდესაც შენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ცხადია, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და მით უმეტეს მყარი გარანტიების მიღება სამეზობლოდან წარმოუდგენელი ამოცანაა."

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მის სამხედრო მომზადებასთან დაკავშირებით:

“მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მას აქვს გავლილი სამხედრო წვრთნები, თუმცა არ ვიცი ეს 2008 წლის ომამდე გაიარა, თუ ომის შემდეგ. ალბათ, კარგი იქნება, რომ მას დაუსვათ შეკითხვა, სასამართლო პროცესზე როცა წარდგება, როდის გაიარა ეს საბრძოლო წვრთნები მან – ომამდე, თუ ომის შემდეგ.

გვახსოვს 2008 წლის ომის დროს მისი სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც მართლაც შეარცხვინა ქართველი ერთი და შეარცხვინა ჩვენი ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას. მიატოვა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და გარბოდა. სად გარბოდა, მგონი, არავინ იცის”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა მათ, ვისაც სამხედრო მომზადება გავლილი არ აქვს, არ ჩაეწეროს შეიარაღებულ შენაერთში.

სააკაშვილმა აქვე აღნიშნა – ” მე რომ იქ ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს”

მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის – თუ არ გაქვთ სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში: სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები