LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის – თუ არ გაქვთ სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში: სააკაშვილი

472
fortuna.ge - 2022-03-18T142908.388

რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი მოხალისის დაღუპვას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მან ყველას მოუწოდა, ვინც უკრაინაში მიდის და სამხედრო მომზადება არ აქვს გავლილი, შეიარაღებულ შენაერთში ნუ ჩაეწერებიან.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი – ორი ქართველი მოხალისე დაგვეღუპა.

მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის – თუ საერთოდ არ გაქვთ რაიმე სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში. ადგილზე ბევრი სხვა სახის დახმარებაა შესაძლებელი. დაეხმარეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სამედიცინო ბრიგადებს.

წინა ხაზზე გასვლა სულ სხვა მომზადებას საჭიროებს. მე რომ იქ ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები