LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი აპრილიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება

985

1 აპრილიდან კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი 24-საათიანი დატვირთვით ამოქმედდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თურქეთის ელჩთან საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუსთან შეხვედაზე განაცხადა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საბაჟო სფეროში. ისაუბრეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამშვები პუნქტის მუშაობა.

კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტმა ფუნქციონირება გასული წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა რთული კლიმატური პირობები გამო მისი სრული დატვირთით მუშაობა ზამთარში არ ხერხდება.

პოპულალურები