LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეკელიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს – არსებული ინფორმაციით, მათ შორის ირაკლი კაკაბაძეა 

212
ing

თბილისში, კეკელიძის #1-ში, სადაც ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა.

„მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“ – თბილისში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო 

არსებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, რომელთა შორის არიან ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ანა დოლიძის პარტიის წევრიც.

„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

პრეზიდენტი: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“

ცნობისათვის, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დღეს დაიწყო. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები.

როგორც „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს 2018 წელს, სასამართლოს მიერ გაცემულ აღსრულების ფურცელშია ასახული და აღსრულების პოლიციამ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g