„რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან დადებითი პასუხი სააკაშვილთან შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, არ აპირებს, ეს საქმე ასე დატოვოს.
„უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა - რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს“ – ალასანია სააკაშვილზე
„ჩემ შვილს არავითარი ცხოვრება არ ჰქონია, გარდა ქვეყნის ინტერებისა, 24 საათი ადამიანი იმას ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რა ნაბიჯი გადაედგა ამ ქვეყნისთვის, მოსვენება, ძილი არ ჰქონია“.
გარდა ამისა, ენმ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია, არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.
„მნიშვნელოვანია ყველას კარგად ესმოდეს, რომ თუ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება პუტინის ტყვეობაში, თუ იქნება სანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ტყვეობაში დატოვებული,
ФСБ- აგენტის ბრალის წარდგენის შესაბამისად, (რისთვისაც ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი) არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და საერთოდ ვერანაირ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ.
ვერანაირ კარგ, ჯანსაღ გარემოზე ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში.
ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო/ოდირის იყოს არა მხოლოდ ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანი, იმიტომ, რომ რუსული პარტია მიჩვეულია შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.