საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ადამიანის განმსაზღვრელ ტრადიციულ იდენტობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები „მამაკაცი და ქალი“ წაშლილია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
„კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“…
ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს“, – წერია სააღდგომო ეპისტოლეში.
საზოგადოების ნაწილი და ზოგიერთი მედია ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს: ილია მეორე