LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს: ღარიბაშვილი

92
Untitled design (3)

“ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.” – პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს:

“დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.

ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.” – წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, 30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩაში 2017 წლის 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები