LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“ – NGO-ების განცხადება

155
მიხეილ სააკაშვილი

14 არასამთავრობო ორგანიზაცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა იტვირთოს.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, უკიდურესად აღმაშფოთებელი და ცინიკურია მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომელიც პატიმრის სიკვდილის შესაძლებლობას სრული გულგრილობით ეკიდება.

ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე.. მესამე პრეზიდენტი კი არა, პირველი ავანტიურისტი და მკვლელია ქვეყანაში – კობახიძე

ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი „უპრეცედენტო განსაცდელშია“ – პენიტენციური პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფაქტს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის დასკვნისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. სახალხო დამცველის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს.

უკიდურესად აღმაშფოთებელი და ცინიკურია მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომელიც პატიმრის სიკვდილის შესაძლებლობას სრული გულგრილობით ეკიდება.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე „უფალს აბარია“ და „მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“. მმართველი პარტია დღემდე არ აღიარებს სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას, რიგი წევრები კი სააკაშვილის სიკვდილს, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ერთხელ უკვე დადგა კრიტიკული საფრთხის წინაშე, რისი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ხელისუფლება კვირების მანძილზე ყურადღებას არ აქცევდა.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად შეუსაბამოა როგორც საქართველოსა და საერთაშორისო სამართალთან, ასევე ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ მიზანთან. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და ლეტალური შედეგის დადგომა იქნება არამხოლოდ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, არამედ პოლიტიკური კოლაფსიც, რომელიც საქართველოს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაიაზროს სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში, შეწყვიტოს გულგრილი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისადმი და იტვირთოს პასუხისმგებლობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო სხდომები უმოკლეს დროში გაიმართება, ხოლო სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საფარი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • პრევენცია პროგრესისთვის;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • უფლებები საქართველო;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

ზარქუა ევროპარლამენტარებზე: არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, თუმცა, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იყო, წარმომიდგენია, რა იქნებოდა – კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია

“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მოაგვარონ სააკაშვილის ტრაგიკული შემთხვევა და გაათავისუფლონ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე” – ანა ფოტიგა

ვიდეო: “აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდეს პოზიტიურად…” – სვენ მიქსერის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

კალაძე: თუ სააკაშვილის დანაშაულს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში“ – დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g