LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხიბლში ნუ ჩავვარდებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან” – პაატა იმნაძე

3921
1 იმნაძე პატიკო

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ მედიის კითხვებს უპასუხა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის  თქმით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ მეთოდებსა და გამოცდილებაზე, საქართველოს კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადენლებთან. მისი განმარტებით, კორონავირუსთან მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ ნაადრევი დასკვნების გაკეთებისაგან საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთელეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დინამიკა მაძლევს განცდას, რომ შესაძლებელია საქართველომ პიკი უფრო ადვილად გადაიტანოს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა – ალექსანდრე გოგინავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები