LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხილული სასწაული, პატრიარქმა გაიარა და ჯვარი გამოისახა”- რა გამოხმაურება მოყვა მარიამ კუბლაშვილის ვიდეოს

3987
BeFunky-collage (10)

“სასწაული, პატრიარქმა გაიარა და ჯვარი გამოისახა”, – ამის შესახებ ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა კვირას, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მის მიერ გამოქვეყნებულ ,,ფეისბუქ ლაივის” დროს განაცხადა.

,,სასწაული მოხდა ცაზე, ღმერთო, გაოგნებული ვარ, ღმერთო დაგვიფარე, უფალო შეგვიწყალე, ეს რა არის გამაგებინეთ.

ხილული სასწაული, ჩვენი თვალით ვხედავთ ყველა. აი, ეს არის რაც ჩვენ გადაგვარჩენს. ამ სასწაულს ვეღარანაირი ურწმუნოება ვერ აღუდგება წინ. მე ამით დავამთავრე” – ამბობს კუბლაშვილი ,,ფეისბუქ ლაივის” დროს.

ვიდეო ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან განხილვის საგანი გახდა. მათი ნაწილი ადვოკატის მიერ დანახულ “სასწაულს” იუმორით გამოეხმაურა.

გთავაზობთ, რამდენიმე მათგანის კომენტარს:

,,უბრალოდ, ორმა თვითმფრინავმა გზა გადაკვეთა” ;

,,ეს ორი სასწაული ახლახანს თბილისის აეროპორტში დაეშვა…საერთოდაც მაცხოვარმა ჩვენმა სასწაულების მოხდენა არ დაუშვა და იცი რატო?… რომ მის გარეშეც გვერწმუნა ღმერთი, სასწაულებისა და კერპების გარეშე”;

,,სასწაული ისაა ამდენი დებილი და ბრმა რომ ხართ,ის ორი თვითფრინავი ვერდაინახე? ვაი შენს პატრონს”

,,ამ ქალს გაყინულს ინახავდნენ 5 საუკუნე და ახლა გაალღვეს? თვითმფინავის შესახებ არაფერი იცის?- წერენ მომხმარებლები კუბლაშვილის ვიდეოზე.

https://www.facebook.com/marita.kublashvili.9/videos/3690630450962740/

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს კურთხევა მისცა, სახარებიდან ერთი თავი წაიკითხონ.მან მოქალაქეებს კურთხევა მისცა, რომ სახარებიდან ერთი თავი წაიკითხონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები