LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ჟურნალისტებს დარბაზი ძალით დაატოვებინეს (ვიდეო)

195
12333333

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებს და ოპერატორებს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მედიის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში დაბრუნებას ცდილობენ , თუმცა ამის საშუალებას მათ მანდატურის თანამშრომლები არ აძლევენ.

თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილს ძალადობაზე დავალების გამცემი კომიტეტის თავმჯდომარე უწოდა. მისი თქმით, ოხანაშვილს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელია იციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, კმიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

“უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც დავალება მისცა და იძალადა ჟურნალისტებზე… ოხანაშვილმა პროვოცირება მოახდინა, რომ ეს ძალადობა ამდარბაზში მომხდარიყო და პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მის თვალწინ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ამაზე რეაქია არ ჰქონია”  – განაცხადა ბესელიამ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

სხდომაზე ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომიტეტის რეგლამენტის დარღვევაში დასდო ბრალი, შეახსენა, რომ ცვლილებები რეგლამენტში მოგვიანებით შევიდა და მოუწოდა ოხანაშვილს ნუ აურევს ფაქტებს.

“მე რომ რეგლამენტს ვწერდი და აქ ვმუშაობდი, შენ პარლამენტში მოსასვლელ გზებს ეძებდი. დაანებე თავი პერსონალურ შენიშვნებს”, – აღნიშნა ბესელია.

ანრი ოხანაშვილმა ბესელიას ურჩია გაეცნოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34 მუხლს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g