LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: მიშას გამოშვება არის ერთადერთი შანსი, რომ საზოგადოება გავამთლიანოთ

249
ხუხაშვილი და მიშა

„მონახულება კარგია, მივესალმები. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, თუნდაც პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, მისაღებია. მიუღებელია სადისტური რიტორიკა“ , – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა  სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციონირების კომენტირებისას „ტვ პირველის“ ეთერში.

„მიუღებელია ასეთი პოლემიკის მოსმენა ადამიანებისგან რომლებსაც ერთი ბეწვი არ ჩამოვარდნიათ სააკაშვილის დროს. მე რომ მქონდეს პრეტენზიები სააკაშვილთან და ჩემნაირებს, ეს კიდევ გასაგები იქნება, იმიტომ რომ სტრესში ვცხოვრობდით მისი მმართველობის მთელი ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ კობახიძეს, მდინარაძეს და თალაკვაძეს რა აქვთ საპრეტენზიო, ვერ გავიგე. ბოდიში და მიშას ერთ ადგილზე იყვნენ შემძვრალები. რა აქვთ საპრეტენზიო, ვერ გავიგე, ბოდიში (ბოდიში ამ სიტყვისთვის).

ეს ხალხი გამოდიან, თითქოს ეს ხალხი იყვნენ მთავარი მებრძოლები მიშას ხელისუფლებასთან და ვინც დაზარალებულია სააკაშვილისგან, ყველამ გადავშალეთ ეს ფურცელი 2012 წელს. სააკაშვილის ჯინი კი არ გვჭირდა, ჩვენთვის მიუღებელი იყო მმართველობის სტილი და როგორც კი წავიდა ხელისუფლებისგან, დამთავრდა ის რეჟიმი და შურისძიების რეჟიმში გადასვლა რა უბედურებაა,“- ამბობს ხუხაშვილი.

კითხვაზე, როგორ შეიძლება უყურებდეს ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი, ხუხაშვილი პასუხობს:

„შეიძლება, რაღაც ისეთ რაღაცას სთხოვენ მიშას, რასაც ის არ აძლევს. ამ თხოვნას პირდაპირ არ ამბობენ, შეიძლება ირიბად ამბობენ, ჭორაობას ვერ დავიწყებ, არ ვიცი ზუსტად.  ამ პატარა კაცუნებზე მინდა გითხრათ,  ამათ არანაირი ადამიანური ემოცია არ აქვთ. ღირსეული ადამიანი როგორ შეიძლება კვერცხებზე იწყებდეს საუბარს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ ადამიანს  ანორექსია აქვს, ეს ხომ ნაძირლობაა.

მე არ ვარ ექიმი და არ ვიცი, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგრამ ფაქტია, რომ ცუდადაა. შეიძლება, მის სიცოცხლეს არაფერი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი სუსტადაა.

შეიძლება, სულ სხვა რამ მოხდეს, ან გულმა უმტყუნოს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, რამე რომ მოუვიდეს, რანაირად უნდა იცხოვროს კობახიძემ?“- განაცხადა ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში და დასძინა

„გასაგებია, რომ ისინი ვითომ პირობით ელექტორატზე აკეთებენ გათვლას, რომლებიც ვერ აპატიებენ მიშა რომ გამოუშვან. მე პირიქით მგონია.

მიშა პოლიტიკურად აქტიური აღარაა, საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის და არც აქტივია რამე განსაკუთრებული, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვილაპარაკოთ.

ეს თემა უკვე უნდა გადავწიოთ უკან, თუ საზოგადოების გამთლიანება გვინდა.

გამთლიანება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარულ „პლანში“ შევხედავთ. მიშას გამოშვება არის ერთადერთი შანსი, რომ საზოგადოება გავამთლიანოთ.“ – ამბობს გია ხუხაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები