შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 441 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, საიდანაც 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ეგრეთ წოდებული „ჭკვიანი“ ვიდეოკამერაა.
14 იანვრიდან “ჭკვიანი კამერები” ავტომატურ რეჟიმში დააჯარიმებენ იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ.
2019 წლის 1 იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შემოწმების გავლამდე მძღოლებმა ავტომობილის გარეგნულ იერსახეს უნდა მიაქციონ ყურადღება. პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა.
გაუმართავი ავტომობილის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარი, იურიდიულისთვის კი 200 ლარია. საქართველოს მასშტაბით, ინსპექტირების 89 ხაზია, მათ შორის 29 თბილისში. დეტალური ინფორმაციისთვის ცხელი ხაზი მუშაობს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ნახეთ ამავე თემაზე: მალე ამ პროცესის გავლა ყველა მძღოლს მოუწევს – გამონაკლისები, წესები და ფასები ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებაზე [ვიდეო]