ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელი “ნაპოლი-ატლანტას” თამაშზე გატანილი გოლის ვიდეო, მისმა ბავშვობის კუმირმა, ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესმა, ცნობილმა, როგორც გუტიმ „ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს ქართველი ფეხბურთელის კუმირი, ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი-ატლანტას” დაპირისპირებისას შესანიშნავი გოლის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ კი, „ნაპოლიმ” თამაში 2:0 მოიგო.
ვიდეო: „კვარა გოლი“- სიმღერა რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნეს
„ვინ არის ის? რომ არ ჰყავს ბურთის წამრთმევი“ – რეპერმა მასტერმა ხვიჩა კვარაცხელიას სიმღერა მიუძღვნა