LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კიბერ ფრონტზე ბრძოლა გრძელდება” – ილონ მასკმა უკრაინას “სტარლინკის” სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა

758
BeFunky-collage

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ის და ,,ტესლას” დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ილონ მასკმა გაავრცელა.

მანამდე, „სტარლინკის“ ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით მასკს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა მიმართა.

„ძვირფასო ილონ მასკ! სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას – რუსეთი ცდილობს უკრაინის კოლონიზაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან – რუსული რაკეტები ბომბავს უკრაინის საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს! ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა – გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ Starlink სადგურები და წვდომა სატელიტური ინტერნეტით! ” – დაწერა მინისტრმა.

ილონ მასკმა კი თხოვნის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ,,Starlink სერვისი ახლა უკრაინაში აქტიურია”.

მოგვიანებით, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა დაწერა, რომ “ბრძოლა კიბერ ფრონტზე” გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g