საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.
ამასთან, Stopcov.ge-ს მონაცემებით: დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 21 264 ტესტი ჩატარდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,18 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,8 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 216, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 98, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 65, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747 საიდანაც: 6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 402, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 314.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 37, იმერეთში – 31.
1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 764 – თბილისში, 261 – აჭარაში.
33 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – სამი.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.